აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი კულტურები შეგიძლია დააზღვიო:

მარცვლეული
პარკოსანი
ბოსტნეული
ბაღჩეული
ვაზი
ხეხილი
ხეხილი
კენკროვანი
კაკლოვანი
სუბტროპიკული
ციტრუსი

ზარალი აგინაზღაურდება, თუ დაზიანების მიზეზი გახდა ეს ბუნებრივი მოვლენები:

სეტყვა
წყალდიდობა
ქარიშხალი
საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსებისთვის)

ალდაგის მიერ მოსავლის დაზღვევაში ანაზღაურებული ზარალი 15 მილიონ ლარზე მეტია

გაიარე უფასო კონსულტაცია და დააზღვიე შენთვის სასურველი კულტურა

დაგვიტოვე საკონტაქტო ნომერი

demo

ვაშლი

demo

სიმინდი

demo

ატამი

demo

ხახვი

demo

ყურძენი

ჩვენი დაზღვეულები

ვიფიქრე, დაზღვეული თუ არ მექნება, ზარალს ვინ ამინაზღაურებს-მეთქი. ღმერთმა ქნას, სეტყვა ნუ მოვა, მაგრამ რომც მოვიდეს, უკვე ვიცი, რომ რაც გამიფუჭდება, ამინაზღაურდება. ღამით უკვე მშვიდად მძინავს. შარშანაც 20% მიწა დამესეტყვა, ალდაგიდან კი მეოთხე დღესვე მოვიდნენ და ზარალი შემიფასეს, ამ კუთხითაც დახვეწილია მომსახურება

გივი წიწრიაშვილი /ახაშენი

პირველ რიგში, ჩვენი ნერვები და ჯანმრთელობა იზღვევა ამ პროგრამით. პოლისიც არც მაინცდამაინც ძვირია, რომ გადახდა შეუძლებელი იყოს, არც პროცედურაა რთული. ყველას ვურჩევ, რომ დააზღვიონ. ცას რომ შეჰყურებენ მუდმივად, არ სჯობს, ცოტა ზედმეტი გადაიხადონ და წყნარად დაიძინონ? ბოლო პერიოდში ფერემებისთვის რაც კი რამე გაკეთებულა, აგროდაზღვევა ყველაზე კარგია

ნონა კობიაშვილი /ჩუმლაყი

ადამიანს, რომელიც მიწაზე მუშაობს, მაისსა და ივნისში თითქმის არ სძინავს, სულ მაღლა იყურება, რომ სეტყვა არ მოვიდეს. როცა აგროდაზღვევაზე გავიგე, თავიდან ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ ზუსტად იმ წელს ისე დავისეტყვე, მოსავალი სულ გამინდგურდა. არ მჯეროდა, როცა 2000 ლარად ნაყიდი პოლისის სანაცვლოდ 35 000 ლარი ჩამირიცხეს. მაშინ მივხვდი, რომ აგროდაზღვევა ნამდვილად აუცილებელია

გია ცარიელაშვილი /გორი

აგროდაზღვევის შეძენა მარტივია და სულ რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

შეავსე განაცხადი

გადაიხადე თანხის შენი წილი ბანკში

წარადგინე მოთხოვნილი დოკუმენტაცია

და თავი ქუდში გაქვს!

პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია:


დასაზღვევი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში გქონდეს რეგისტრირებული და იქონიო ამონაწერი

დამზღვევზე დასაზღვევი ფართი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში კი - 30 ჰექტარს

რეგისტრირებული იყო ფერმერთა ერთიან ბაზაში

თუ დაინტერესებული ხარ აგროდაზღვევით ან იცნობ ადამიანს, ვისაც აინტერესებს, დაგვიტოვე ნომერი უფასო კონსულტაციისთვის